ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს 8 მარტს დაკრძალევენ. ბი-ბი-სის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი გამოვიდა კარაკასის ქუჩებში პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად.
უგო ჩავესის ცხედარი სამხედრო აკადემიის შენობაში დაასვენეს, სადაც ვენესუელის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გამოემშვიდობოს ლიდერს, რომელიც 14 წელი მართავდა ქვეყანას.
ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტ ჩავესს პარასკევს, 8 მარტს დაკრძალავენ.
პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ განცხადბა, ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.
"უგო გარდაიცვალა უმძიმეს დაავადებასთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
ჩავესი, რომელმაც კუბაში რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, კიბოთი იყო დაავადებული.