ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა სერბეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობა "სტუდენტური სია" იმარჯვებს.
მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა სერბეთთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
"დღეს სერბეთის მოსახლეობა რეკორდული რაოდენობით მივიდა არჩევნებზე, რათა თავად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით, ასევე ვითანამშრომლოთ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, 250-ადგილიან პარლამენტში "სტუდენტურ სიას" 138 დეპუტატი ეყოლება, ხოლო ვუჩიჩის პარტიას - 104. დარჩენილი მანდატები ეთნიკური უმცირესობების პარტიებს შორის განაწილდება.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა არჩევნებში მარცხი აღიარა.