იტალიის, კალაბრიას რეგიონის პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, რომლებიც მაფიოზურ სტრუქტურებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.
პოლიციამ დაკავებულთა მიერ ფულის გათეთრების შედეგად მიღებული ასობით მილიონი დააყადაღა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაყადაღბული ანგარიშები გაფორმებული იყო რეგიონის სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებზე.
დაკავებულთა შორის ორი ესპანეთის, ერთი ინგლისის და ერთი ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეა, სხვები კი ადგილობრივი მცხოვრებნი არიან.