უკრაინის რადა ისევ პარალიზებულია. ფრაქცია "ბატკივშინას" დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს.
დეპუტატებმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლაკატი წარწერით "სტოპ დიქტატურა" და პრემირ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის მუყაოს ფიგურა მიიტანეს.
ოპოზიცია უმაღლესი რადას დეპუტატის სერგეი ვლასენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტას აპროტეტსებს, რომელიც ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს ერთ-ერთი დამცველია.
მანამდე 5-დან 22 თებერვლის ჩათვლით უკრაინის რადას ბლოკირება პერსონალური ხმის მიცემის სისტემის მოთხოვნით მოხდა.