ბარაკ ობამა არ არის ვალდებული ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს დაურეკოს, რომელსაც კალათბურთელ დენის როდმანთან დაკავშირებით წინადადება აქვს - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა. ჯეი კარნიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ურჩევნია საკუთარი ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ვიდრე სხვა ქვეყნების ცნობილი სპორტსმენების მიწვევაზე ფიქრობდეს.
„ამას გარდა, სპორტის ვარსკვლავების და სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსების ნაცვლად, ჯობია თავისი ხალხის უმძიმეს მდგომარეობას მიხედონ, რომელიც შიმშილობს, ციხეებში ზის და რომლის უფლებებსაც არღვევენ" - აღნიშნა კარნიმ.
კიმ ჩენ ინის განცხადება, ბარაკ ობამასთან საუბრის სურვილის შესახებ, უცნაური აღმოჩნდა იმ ფონზე, რომ ჩრდილო კორეელი ლიდერი თეთრი სახლის მიმართ თბილი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ხელისუფლების უშუალო მითითებით, ინტერნეტში პროვოკაციული ვიდეორგოლიც კი გავრცელდა, სადაც მონაწილეები ბარაკ ობამა და ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები