რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან ქვეყნის საბაჟო კავშირში გაერთიანების საკითხი განიხილა.
პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევს საბაჟო კავშირში გაერთიანება ყველაზე მეტად თავად უნდა სურდეს.
პუტინმა იანუკოვიჩი გააფრთხილა, რომ რაც უფრო გამყარდება კავშირი ბელორუსს, ყაზახეთსა და რუსეთს შორის, მით რთული იქნება ამ პროცესებში უკრაინის ჩართვა.
უნდ აღინიშნოს, რომ ევროკავშირში უკრაინის საბაჟო კავშირში გაერთიანებას უარყოფითად უყურებენ.
ევროკავშირის წარმომადგენელეთა განცხადებით, თუ კიევი არჩევანს საბაჟო კავშირს სასარგებლოდ გააკეთებს მას ევროკავშირთან ურთიერთობები გაუჭირდება.
პუტინი იანუკოვიჩის შეხვედრისას განხილულ იქნა ბუნებრივი აირის თემაც.
ვიქტორ იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით უკრაინელი ექსპერტები ჯერ კიდევ მუშაობენ.
კიევი ცდილობს ბუნებრივი აირი ორმაგად იაფ ფასად მიიღოს.
რუსული მედიის ინფორმაცით პუტინი იანუკოვიჩის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ქალაქგარეთ რეზიდენციაში, არაოფიციალურ გარემოში შედგა.