პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ლეხ ვალენსას ჰომოფობიაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. პროკურატურაში განცხადებით პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი, რიშარდ ნოვაკი შევიდა.
განცხადების მიზეზი, ერთ-ერთ პოლონურ არხზე პოლონეთის პრეზიდენტის ინტერვიუ გახდა, რომელიც ეთერში პირველ მარტს გავიდა. ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემაში განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები პარლამეტში ყველასაგან განცალკევებით, კედელთან უნდა ისხდნენ. ვალენსას თქმით, გეები უნდა ხვდებოდნენ, რომ ისინი უმცირესობა არიან.
პროკურატურას, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. არც ის არის ცნობილი, აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე. სექსუალური უმცირესობების უფლებების თემა პოლონეთში ფართოდ განიხილება. პარლამენტმა, მცირე ხნის წინ, უარი თქვა კანონპროექტზე, რომელიც ერთსქესიანი წყვილებს დაქორწინების საშუალებას აძლევდა.