დღეს, 4 მარტს, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალები რომში შეიკრიბებიან და ახალი პაპის არჩევის პროცესს დიწყებენ.
კანკლავის - ახალი პონტიფიკის არჩევის საიდუმლო კენჭიყრის - დაწყებამდე კარდინალების კოლეგია ყოველდღიურ კონსულტანციებს გამართავს.
კანკლავი კი სიქსტის კაპელაში მომავალ კვირას დაიწყება. ზუსტ თარიღს კარდინალები დაადგენენ. პირველ შეხვედრაზე სხდომის თავმჯდომარე კარდინალების კოლეგიის დეკანი ანჯელო სადანო იქნება.
კარდინალებმა დახურულ კარს მიღმა, საიდუმლო გარემოში, უნდა განიხილონ პონტიფიკის შესაძლო კანდიდატურები.
შეგახსენებთ, რომ 85 წლის ბენედიქტე XVI-მ 11 თებელვალს მოულოდნელად განაცხადა გადადგომის შესახებ. მან წმინდა ტახტი 28 თებერვალს დატოვა.
ბენედიქტე XVI ბოლო 600 წლის განმავლობაში პირველი პაპია, რომელმაც გადადგომის შესახებ განაცხადა. ბოლო ასეთი ფაქტი 1415 წელს არის დაფიქსირებული, როდესაც ტახტი გრიგორი XII-მ დატოვა.