ავღანეთში ნატოს სარდლობამ, პროვინცია ურუზგანში მოხმდარი ინცინდენტის გამო, რომლის დროსაც ორი ბავშვი დაიღუპა, პოდიში მოიხადა.
ISAF-ის ძალების სარდალმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ ნატონს კონტინგენტი სრულ პასუხიმგებლობას იღებს მომხდარის გამო. ნატოს სამხედროებს ბავშვები ამბოხებულებში შეშალათ.
დაღუპულია ორი შვიდ წლამდე ბიჭი. ცეცხლი ბავშვებს ავსტრალიის კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეებმა გაუხსნეს. მიმდინარეობს გამოძიება.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობას შორის განსაკუთრებული მძაფრი რეაქცია აქვს ავღანეთის მოსახლეობაში და პრეზიდენტ აჰმად ყარზაის მხრიდან, რომელმაც ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს აუკრძალა დახმარებისთვის ნატოს სამხედრო ავიაციის გამოძახება, მშვიდობიან რაიონებზე ავიაიერიშის მისატანად.
გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თავის განცხადებაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
"პირადად ვუუხდი ბოდიშს და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ბიჭების ოჯახებს", განაცხადა გენერალმა.
მისი თმით, ბავშვები დაიღუპნენ მაშინ, როდესაც კოალიციის ძალებმა "ისინი ამბოხებულებად მიიჩნიეს".
"ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის, რომლებსაც ზიანი მივაყენეთ, ასევე საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ", - განაცხადა გენერლმა.
ურუზგანის გუბერნატორის განცხადებით, მოხდარი იყო შეცდომა და არა განზრახული მკვლელობა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცმებით 2012 წელ ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულია 2754 ადამიანი, რაც 12 %-ით ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით.