დღეს, 1-ელ მარტს, იაპონელი მწერლის, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, აკუტაგავა რიუნოსკეს (ჩოკოდო შუჯინის) დაბადებიდან 121 წელი შესრულდა. აკუტაგავა 1892 წლის 1-ელ მარტს ტოკიოში დაიბადა.
აკუტაგავა მოთხრობები და ნოველები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის, ქართულად. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია კინოფილმები.
1935 წელს აკუტაგავას მეგობარმა, მწერალმა კიკუტი კანომ აკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემია დააწესა, რომელსაც წელიწადში ერთხელ გადასცემენ იაპონიის საუკეთესო ახალგაზრდა ლიტერატორებს. აკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემიის დევიზია "წმინდა ლიტერატურისათვის.
მწერალმა1927 წლის 24 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.