დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველ ტომას ჰამერბერგს შეხვდა. ჰამერბერგისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ეს რიგით მეორე შეხვედრაა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პოლიციის საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და კონკრეტული გეგმები დასახეს.
მინისტრმა ტომას ჰამერბერგს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.