"რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის თარიღების მითითებას ითხოვს. ამის შესახებ ხიდაშელმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოებაში ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ თითქმის ყველა ასაკის ამომრჩეველი საარჩევნო სიებში ერთსა და იმავე დღეს არის დარეგისტრირებული.
"არსებობს ფაქტი, რომ 6 000 ადამიანი რამდენიმე დღის წინ საერთოდ გაქრა საარჩევნო სიიდან", - თინა ხიდაშელი.