ავსტრალიის პოლიციამ ქვეყანაში ნახევარ ტონაზე მეტი ნარკოტიკის შეტანის მცდელობა აღკვეთა.გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში სამხრეთ ჩინეთიდან მეტამფეტამინის უდიდესი პარტია უნდა შესულიყო. საუბარია 585 კილოგრამ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მისი ფასი 430 მილიონი აშშ დოლარია.
მეტამფეტამინის შენჩენიდან გაგზავნილ ერთ-ერთ კონტეინერში იპოვეს.
დაკავებულია სამი ადამიანი, რომლებიც ავტრალიისა და ჰონკონკის მცხოვრებნი არიან.
თუ მათი ბრალეულობა დამტკიცდება სამივეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.