გაერო სირიაში ჰუმანიტარულ კრიზისს ვერ უმკლავდება. გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ჰუმანიტარულ საკითხებში ვალერი ამოსმა განაცხადა, რომ კრიზისის არეალი ძალიან სწრაფად ფართოვდება.
ამოსის თქმით, ბოლო კონფერენციაზე მიღებულ იქნა პირობა, ჰუმანიტარული პრობლემების დასაძლევად ნახევარი მილიარდის გამოყოფის შესახებ, თუმცა თანხმა ამ დრომდე არაა მიღებული. ამოსმა ასევე აღნიშნა, რომ ეს თანხმა მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სირიელების პრობლემა გადაიჭრას.
გაეროს მონაცემებით სირიაში დახმარებას ოთხ მილიონამდე ადამიანი საჭიროებს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყენას ყოველ კვირა 40 ათასამდე ადამიანი ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო. სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის დაღუპულია 100 ათასამდე ადამიანი.