ყაზახეთში ვიზიტით მყოფი მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, მოლაპარაკებებს მართავს. დღეს ასტანაში ნოღაიდელი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს კარიმ მასიმოვს შეხვდა.
საუბრის თემა იყო საქართველო-ყაზახეთის სამომავლო ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და საქართველოში ყაზახური ინვესტიციების დაბანდების პერსპექტივები.