პენტაგონს, მეორე მცდელობის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრად ცნობილი მილიონერი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, ჩაკ ჰეიგელი დაინიშნა. მის კანდიდატურას სენატში 58-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, რომელთაგან 54 დემოკრატია.
ჰეიგელს ბევრი სადავო კანდიდატს უწოდებდა აშშ-ის თავდაცვის უწყების პოსტზე. ის ხშირად სკანდალური განცხადებებით გამოდიოდა, მაგალითად, აცხადებდა, რომ „ჰეზბოლასთან" საჭიროა დიალოგი ისე, როგორც ირანის ხელისუფლებასთან. ვეტერანი თავს უფლებას აძლევდა აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე, ისრაელი გაეკრიტიკებინა, ითხოვდა არმიიდან ჰომოსექსუალების გაყრას.
ჩაკ ჰეიგელი, მხოლოდ ამაში არ დაუდანაშაულებითა მისი კარიერის მანძილზე. ის ოპონენტებმა რამდენჯერმე ანტისემიტიზმშიც ამხილეს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოპონენტების პოზიცია არ გაიზიარა და ჰეიგელი იანვრის დასაწყისში მინისტრის პოსტზე წარადგინა. ჩაკ ჰეიგელი 1997-2009 წლებში სენატორი იყო ნებრასკას შტატიდან. მის კანდიდატურას 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზეც განიხილავდნენ.