აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა ყოფილი რესპუბლიკელი სენატორის ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურას ქვეყნის თავდაცვის მდივნის პოსტზე.
ჰეიგელს მხარი 58-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 41-მა მისცა.
ჰეიგელი თავდაცვის მდივნის პოსტზე ლეონ პანეტას შეცვლის, რომელიც უწყებას თითქმის 4 წელი ხელმძღვანელობდა.
ჰეიგელის კანდიდატურის განხილვა სენატში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი დანიშვნის წინააღმდეგ გამოვიდნენ ყოფილი კოლეგები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იგი ირანთან მიმართებაში კომპრომისების მომხრეა.
ჰეიგელზე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მას ანტიისრაელური შეხედულებები აქვს.