საარჩევნო სიებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით, ცესკო-ში მიმდინარე შეხვედრამ მწვავე დებატების ხასიათი მიიღო.
ხმაური "მრეწველების" წარმომადგენელის, ზურაბ ტყემალაძის განცხადების შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, "კარდაკარ"" სიარულის პრინციპით ოპოზიციურმა ძალებმა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში, 18 არარსებული კორპუსი აღმოაჩინეს. ოპოზიციის განცხადებით, ერთ-ერთ ბინაში 20 ადამიანია ჩაწერილი, უმისამართო ამომრჩევლების რიცხვი კი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 28 000 ადამიანით გაიზარდა.
"მივაკითხე მილიციის შესაბამის განყოფილებას ვთხოვე, რომ რომელიმე პოლიციელი გამომყოლოდა და ეჩვენებინა თუნდაც ერთი კორპუსი ამ თვრამეტიდან. სამწუხაროდ არ გამომყვნენ და მიპასუხეს, ეომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. არარსებულ კორპუსებს უბნის რწმუნებულიც ჰყავს - ვინმე გელაშვილი. სამწუხაროდ იგი ადგილზე არ აღმოჩნდა", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
"მრეწველებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ უპასუხა.
"თუ გნებავთ წავიდეთ მე-4 მიკრო რაიონში და დავრწნუნდებით, რომ ეს კორპუსები ნამდვილად არსებობს. ე.წ. "ტრუბები" ჰქვია ამ დასახელებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.