ღაზას სექტორში მოქმედმა ბოევიკებმა ისრაელის სამხრეთის მიმართულებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ისრაელის არმიისა და პოლიცის წარმომადგენლები ავრცელებენ.
რაკეტა აშკელონთან ჩამოვარდა.
"აფეთქება აშკელონთან მოხდა. რაკეტა ნაპოვნია, და მან გზის საფარი დააზიანა. დაზარალებულები არ არიან. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ რაც ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია დასრულდა", - განაცხადა პოლიციის პრეს-მდივანმა მიკი როზენფელდმა.
გავრცელებული ინფორმაცით, ისრაელის ტერიტორიის დაბომბვაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის საწინააღმდეგო აქციები იმართება, რისი მიზეზი ისრაელის ციხეში ერთ-ერთი პალესტინელის დაღუპვა გახდა. პალესტინელები აცხადებენ, რომ იგი წამებაში მოკლეს. ისრაელის ხელისუფლება კატეგორულად უარყოფს ამ ბრალდებას.
მასალის გამოყენების პირობები