აშშ-ის კონგრესის სენატის დაზვერვის კომიტეტმა შეწყვიტა გამოძიება, პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ფილმის "ნომერ პირველი სამიზნე" ავტორებისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის შესახებ. ფილმი მსოფლიოს ნომერ პირველ ტეროსრიტად შერაცხული უსამა ბენ ლადენის დევნას ეხება.
როიტერის ინფორმაციით, აშშ-ის ჩინოვიკებმა ეჭვი შეიტანეს თავდაცვისა და დაზვერვის უწყებების თანამშრომლებში, რომლებსაც შეეძლოთ საიდუმლო მასალების გადაცემა ჰოლივუდელი კინომატოგრაფისტებისთვის.
წარმომადგენლობის პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი პიტერ კინგი მიჩნევდა, რომ სცენარისტ მარკ ბოელუსა და რეჟისორ კეტრინ ბიგელოუსთვის დოკუმენტების გაცნობის შესაძლებლობის მიცემა ადასტურებდა, რომ მათ საიდუმლო ინფორმაციასთანაც ქონდათ შეხება.
როიტერის ინფორმაციით, რომელიც კონგრესის წარმომადგენელს ეყრდნობა, შეგროვდა საკმარისი ინფორმაცია ბიგელოუს კავშირებზე საიდუმლო სამსახურების წარმომადგენებთან და ამჟამად საქმის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს.
ამერიკული მედია ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ ფილმი რომელიც ხუთ ოსკარზე იყო ნომინირებული, მხოლოდ იმიტომ დაიჩაგრა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკა დამსახურა. კერძოდ, ამერიკელი სენატორების ერთი ჯგუფი აცხადებდა, რომ ფილმში დემონსტრირებულია წამების გამოყენება ცენტრალური სადაზვრვო სამსახურის მხრიდან.
"ნომერ პირველმა სამიზნემ" ერთი ოსკარი მაინც მოიპოვა ნომინაციაში საუკეთესო ხმის რეჟისორი.
შეგახსენებთ, რომ უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაცია 2011 წელს პაკისტანის ქალაქ აბოტაბადის გარეუბანში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები