ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა იტალიაში ჩავიდა, რათა ერთხელ-და სამუდამოდ დაასრულოს დავა ქვეყნის საგადასახადო უწყებასთან.
მარადონას თქმით, მას გადაწყვეტილი აქვს შეხვდეს საგადასახადო უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც 20 წელია ფეხბურთელს დევნიან.
მარადონას ბრალი ედება თითქმის 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვაში.
იტალიაში წინა ვიზიტისას პოლიციამ მისი საათის, ძვირფასეულობისა და სატელევიზიო შოუში მონაწილეობის ჰონორარის კონფისკაცია მოახდინა.
რომის აეროპორტში ლეგენდარულ ფეხბურთელს ასობით გულშემატკივარი დახვდა.