საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საავიაციო სააგენტო მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არალეგიტიმურად ცნობს.
"ამის შესახებ IKAO საქმის კურსში ჯერ კიდევ იქამდე ჩავაყენეთ, ვიდრე რუსეთი და აფხაზეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს იდეის დონეზე განიხილავდნენ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საავიაციო სააგენტო ამას არალეგიტიმურად ცნობს და ორივე მხარეს ფრენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს", - განუცხადა ვაშაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო სივრცის გახსნა საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევი და სერგეი ბაღაფში მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად დღეს გააფორმებენ.