აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლონდონში ჩავიდა. დიდ ბრიტანეთის ვიზიტით მან სახელმწიფო მდივნის პოსტზე პირველი საერთაშორისო ტურნე დაიწყო.
უახლოესი ათი დღის განმავლობაში კერი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ეწვევა. მის პროგრამაშია ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში და სხვ.
ბერლინში ყოფნისას კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთნ გეგმავს შეხვედრას.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სწორედ ლავროვთან შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო მდივნისთვის.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სირიის კონფლიქტის, ირანის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის და პალესტინა-ისრაელის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე იმსჯელებენ.
კერი ისრაელსა და პალესტინასში ჩასვლას არ აპირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, მარტში თელ-ავივს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვევა.