კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის "დემოკრატიული შეკრება" კანდიდატმა ნიკოს ანასტასიადიმ მოიპოვა. მან ხმების 57.48% მოაგროვა. მისმა კონკურენტმა მემარცხენე პარტიის აკელი-ის წარმომადგენელმა სტავროს მალასიმ ხმების 42,51% მიღო.
ეს ყველაზე დიდი სხვაობაა კანდიდატების ხმებს შორის ბოლო 30 წლის განმავლობაში.
კვიპროსის ახალ ლიდერს მოუწევს მოლაპარაკებების გამართავა ევროკავშირთან და საერთშორისო სავალუტო ფონდთან ფინანსური დახმარების მისაღებად.
კვიპროსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკას ევროკავშირის დახმარება ესაჭიროება. შესაბამისად, კვიპროსი ხდება მეხუთე ქვეყანა ევროკვშირში, რომელმაც ვერ შეძლო დამოუკიდებლად გამკლავებოდა საკუთარ ფინანსურ პრობლემებს.