"ალიანსი საქართველოსთვის" ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებზე წინაპირობების გარეშე მიდის. ამის შესახებ დღეს "მემარჯვენეების" და "რესპუბლიკელების ლიდერებმა" ჟურნალისტებს განუცხადეს.
მათი თქმით, ისინი მზად არიან მოლაპარაკებები აწარმოონ ყველა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალებთან, გარდა ნოღაიდელისა.
"ჩვენ კონსულტაციებს დავიწყებთ სუფთა ფურცლიდან, დღეს ალიანსს მიაჩნია, რომ ჩვენს მიერ დასახლებული კანდიდატი ირაკლი ალასანია უკონკურენტო და უალტერნატივოა, თუმცა მოვისმენთ სხვა ოპოზიციურ პარტიების წინადაებებსაც - რა ფორმით მოხდება ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეჯერება იქნება ეს პრაიმერი თუ სხვა საშუალება. მთავრია არავინ წინაპირობები არ წამოაყენოს, რადგან ამ შემთხვევაში კონსულტაციები აზრს დაკარგავს", - განაცხადა "მემარჯვენეების" ლიდერმა, დავით გამყრელიძემ.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსს ეჭვი არ ეპარება თავის სიძლიერეში ის, მაინც მზადაა უფრო დიდ - ერთიან ოპოზიციურ კოალიციაში გაერთიანდეს.
"ერთი წელი გადის რაც "ალიანსი საქართველოსთვის" შეიქმნა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხელისუფლების ყველაზე ძლიერი და დემკრატიული ალტერნატივა ვართ, თუმცა მაინც მზად ვართ ვითანამშრომლოთ ოპოზიცურ პარტიებთან და მოახლოვებულ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით წარვსდგეთ. მინდა დავამატო, რომ კოალიციაში ნოღაიდელის ადგილი არ არის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.