დღეს, 25 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკომისარს სესილია მალბსტრომს შეხვდება. საგრეო უწყებაში შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა სესილია მალბსტრომი, საქართველოში ჩამოიტანს სამოქმედო გეგმას ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
ევროკომისარი საქართველოს, გუშინ ეწვია.