ხვალ, 25 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკომისარს სესილია მალბსტრომს შეხვდება. საგრეო უწყებაში შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა სესილია მალბსტრომი, საქართველოში ჩამოიტანს სამოქმედო გეგმას ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისარი საქართველოს, დღეს, 18:00 საათზე ეწვევა.