კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის "დემოკრატიული შეკრება" კანდიდატი ნიკოს ანასტასიადი და მემარცხენე პარტიის აკელი-ის წარმომადგენელი სტავროს მალასი იბრძვიან.
კვიპროსის ახალ ლიდერს მოუწევს მოლაპარაკებების გამართავა ევროკავშირთან და საერთშორისო სავალუტო ფონდთან ფინანსური დახმარების მისაღებად.
კვიპროსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკას ევროკავშირის დახმარება ესაჭიროება. შესაბამისად, კვიპროსი ხდება მეხუთე ქვეყანა ევროკვშირში, რომელმაც ვერ შეძლო დამოუკიდებლად გამკლავებოდა საკუთარ ფინანსურ პრობლემებს.
მასალის გამოყენების პირობები