ჯონ კერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში თავის პირველ უცხოურ ტურნეს იწყებს.
კერი პირველ რიგში ლონდონში ჩავა და ბრიტანელ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში ის გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთნ შეხვედრას.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სწორედ ლავროვთან შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო მდივნისთვის.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სირიის კონფლიქტის, ირანის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის და პალესტინა-ისრაელის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე იმსჯელებენ.
კერი ისრაელსა და პალესტინასში ჩასვლას არ აპირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, მარტში თელ-ავივს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვევა.