იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ქვეყნის ექს-პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ პოსტი დატოვა.
ამჯერად, ბერუსკონი კვლავ მონაწილებს არჩევნებში, როგორც მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკის ლიდერი.
გუშინ მან იტერვიუ მისცა საბერძნეთის ტელევიზიას, რის გამოც იგი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს. იტალის კანონმდებლობის მიხედვით საარჩევნო აგიტაცია არჩევნებამდე 24 საათით ადრე წყდება.
კრნჭისყრა ხვალ, შუა დღეს დასრულდება, რის შემდეგაც გამოქვეყნდება ეგზიტპოლების პირველი შედეგები. ოფიციალური შედეგები კი ხუთშაბათს იქნება ცნობილი.
უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის ეკონომიკა ამჟამად რეცესიას განიცდის.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ტექნოკრატების ხელისუფლება, რომელსაც სათავეში მარიო მონტი უდგას, იძულებული გახდა გადაედგა ბიუჯეტის ეკონომიის უკიდურესად არაპოპულიარული ნაბიჯები.
მასალის გამოყენების პირობები