'ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკური პარტია" ზურაბ ნოღაიდელის გარდა ყველა ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლებენ. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერებმა, დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა "მემარჯვენეების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ზემოთჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიები "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურნენ და თავინათი მზადყოფნა დაადასტურეს ოპოზიციურ ფლანგზე ფართო კოალიციური ერთობის შესაქმნელად ფორმულით - ყველა მინუს ერთი.
"მზად ვართ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები ყველასთან გარდა ერთისა - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ძალისა, ჩვენთვის ზურაბ ნოღაიდელი მიუღებელია, როგორც დღევანდელ დღეს სრულიად გაურკვეველი მისიის მქონე პოლიტიკური პერსონა, წარსულში კი კრიმინალი, რომელსაც საქართველოს წინა და ახლანდელ ხელისუფლებასთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა არაერთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა "მემარჯვენეების" ლიდერმა, დავით გამყრელიძემ.