აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, თხოვნით მიმართა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს გააფართოვოს "ქორწინების", როგორც მხოლოდ მამაკაცის და ქალის კავშირის განმსაზღვრელი ტერმინი. სამართლოს ასვე ეთხოვა, გადახედოს 1996 წლის კანონი ქორწინების დაცვის შესახებ, რომელიც კრძალავს ერთსქესიან ქორწინებას.
გასულ წელს ობამა გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მხარი დაუჭირა ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის გაუქმებას.
ამჟამად ერთსქესიანი ქორწინება ნებადართულია აშშ-ის რიგ შტატში, თუმცა ფედერალურ დონეზე უკანონოდ ითვლება.