რუსეთმა აშშ სირიაში შექმნილი კრიზისისადმი ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა. საუბარი მიდის აშშ-ს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადების დაბლოკვაზე, რომელშიც დამასკოში განხორციელებული აფეთქება იყო დაგმობილი.
"ეს სინანულს იწვევს ვინაიდან აქამდე, უშიშროების საბჭოს ყველა წევრი, უკლებლივ ერთხმად გმობდნენ ყველა ტერატქს, მიუხედავად იმისა თუ სად, ვინ და რა მოტივით ჩაიდინა ტერაქტი", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომელმაც 53 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.