ბუშერის მშენებარე ატომური ელექტროსადგურის მუშაობა, გენერატორის შეკეთების მიზეზით, 28 თებერვლამდე შეჩერებულია. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანი ვალდებულია ექსპლუატაციამდე სრულად იყოს დარწმუნებული, რომ ტექნიკური პრობლემები არ არსებობს - ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1974 წელს, გერმანული კონცერნის მიერ დაიწყო. 1992 წლიდან, სადგურზე რუსი სპეციალისტები მუშაობენ. 2010 წლიდან კი ატომური ელექტროსადგური საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტების მიერ კონტროლდება. მისი მუშაობის დროებით 2011 წლის მაისშიც მოხდა, ტექნიკური მიზეზების გამო.
მასალის გამოყენების პირობები