ისრაელში, აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები ებრაელების დაბრუნების პროგრამის ირგვლივ, სკანდალი აგორდა. გაირკვა, რომ ებრაელი ექიმები ახალგადმოსახლებულებს კონტრაცეპტიულ ნემსებს უკეთებდნენ, რითაც ხელისუფლება ბიუჯეტიდან მათთვის სოციალური დახმარებების გამოყოფის დაზოგვას ცდილობდა. ისტორია მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთი და იგივე ჩივილებით, სამედიცინო ცენტრებს ათობით ეთიოპური წარმოშობის ახალჩასახლებულმა ებრაელმა ქალმა მიმართა.
როგორც გაირკვა, ყველა შემთხვევაში მიზეზი ნემსები იყო, რომელსაც ქალებს ვიტამინების სახელით უკეთებდნენ. მათგან უმრავლესობას უშვილობა აქვს განვითარებული. ქალების განცხადებით, მათ ჯერ კიდევ აფრიკაში აიძულეს უცნობი პრეპარატის მიღება, როდესაც ისინი ისრაელში წამოსასვლელად გამზადებულ სპეციალურ სატრანზიტო ბანაკებში იმყოფებოდნენ, ხოლო შემდეგ - მატარებელში. აფრიკელი მიგრანტები იმასაც ირწმუნებიან, რომ ამის მიზეზიც დაუსახელეს: კერძოდ, ის, რომ მათ ბევრი შვილები ჰყავთ და ახალ საცხოვრებელ ადგილს მათი გამოკვება არ შეუძლია, ხოლო თუ არ გაიკეთებდნენ ამ ნემსებს, ისრაელში არ შეუშვებდნენ.
ადამიანის უფლებადამცველებმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ისრაელის ხელისუფლება დაადანაშაულეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა პრობლემა, თუმცა განაცხადა, რომ ექიმები ვალდებულნი არიან პაციენტებს მისი მოქმედება აუხსნან. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ისრაელში ეთიოპიიდან 100 000 მიგრანტი გადმოსახლდა. მათ შორის უმუშევრობა ძალიან მაღალია, რის გამოც, მათი უმრავლესობა სოციალური დამხარებით ცხოვრობს.