ლატვიაში არაიდენტიფიცირებული, მცირე მოცულობის ციური სხეული ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, რიგის ყურეში ჩავარდა. უცხო ობიექტი ფინეთშიც შეამჩნიეს. ლატვიის ხელისუფლება მეტეორის ჩამოვარდნის შესაძლებლობას, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ადასტურებს.
ლატვიური მედიის ცნობით, მეტეორი რამდენიმე ქალაქის მცხოვრებლებმა შეამჩნიეს. თვითმხილველთა განცხადებით, ციური სხეულის ჩამოვარდნას თან ახლდა მწვანე ნათება და ხმაური. კოსმოსური სტუმრის ფრენა ფინეთის ობსერვატორიის უნივერსიტეტის სადამკვირვებლო კამერამ დააფიქსირა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მეტეორი რიგის ყურეში ჩავარდა. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას მეტეორი ურალში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ტიუმენის, კურგანის და სვერდლოვსკის ოლქის მცხოვრებლები დაზარალდნენ. მეცნიერებმა ჩერბაკულის ტბის სანაპიროზეც იპოვეს ციური სხეულის ნაშთები, რომელთა არამიწიერი წარმომავლობა ექსპერტიზამ დაადასტურა.