რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, სინამდვილეში, საკუთარი ნებით არ გადამდგარა. ამის შესახებ იტალიური მედია ალაპარაკდა. მედიის ინფორმაციით, პაპის დაჩქარებული გადადგომა 200 გვერდიან მოხსენებას მოჰყვა, სადაც სასულიერო პირების ჰომოსექსუალიზმში მხილება იყო აღწერილი.
დოკუმენტი, რომელიც იტალიურ პრესას ჩაუვარდა ხელთ, შეიცავს კომპრომატებს ვატიკანის რამდენიმე კარდინალზე. ამას გარდა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც კორუფციასა და კათოლიკური ეკლესიის ქონების უკანონო მიტაცებაში არიან მხილებულნი.
ამ დროისათვის, ვატიკანი ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარს აცხადებს. ეკლესიის პრეს-ატაშემ კი ყველას მოუწოდა, რომ „საკუთარი საქმეებით დაკავდნენ". თუმცა, კათოლიკურმა ეკლესიამ უკვე შექმნა კომისია ესპანელი კარდინალის, ხულიან ხეპანსომის ხელმძღვანელობით, რომელიც პრესაში გავრცელებულ ფაქტებს გადაამოწმებს.
ბენედიქტ მეთექვსმეტე თავის მოვალეობას 28 თებერვლის 17.00 საათამდე შეასრულებს. პონტიფიკოსი 27 თებერვალს წმინდა პეტრეს მოედანზე საჯარო აუდიენციას მოაწყობს. ვატიკანი ვალდებულია, რომ ახალი პაპი თვენახევრის შემდეგ აირჩიოს.