საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისის ინტერვენციის მედიცინის ცენტრში 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას ახალი ტიპის ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
ექიმების განცხადებით, გარდაცვლილს გრიპთან ერთად სხვა დაავადებებიც ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ღორის გრიპით ქვეყანაში უკვე ლეტალურად 32 შემთხვევა დასრულდა, მათგან 16 ქალი იყო. 1287 ადამიანს კი H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპის მეორე ტალღის გავრცელება უკვე დაწყებულია, რის კონტექსტშიც პაატა იმნაძის ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.