სასტუმრო "რედისონში" დევნილთა მიმართ სახელმწიფო გეგმის განხორციელებაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეხვედრაზე მისი მონაწილეები 2009 წლის წარმატებულ მხარეებს შეაჯამებენ და პრობლემებსა და ხარვეზებზე იმსჯელებენ. ასევე, განაახლებენ დევნილთა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმას.
სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები, დონორები, საერთაშორისო ირგანიზაციები, ელჩები და დევნილები ესწრებიან.
შეხვედრა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გახსნა და ის 17.00-ზე დაიხურება.