საარჩევნოდ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის თაობაზე პარლამენტში კონსულტაციები იწყება.
დეპუტატები დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიკრიბებიან და სწორედ მასთან ერთად იმსჯელებენ იმაზე, თუ რა კომპეტენცია და ვალდებულება განესაზღვრება აღნიშნულ ჯგუფს. კონსულტაციებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანი წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი იქნება.
ჯგუფის შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანო მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.