კომპანია „ეფლის" ოფიციალური წარმომადგენლობა შიდა ქსელზე ჰაკერული შეტევის შესახებ იტყობინება, რომელიც დროსაც ბოროტმოქმედებმა მწარმოებლების რიგი კომპიუტერები დაავირუსეს.
„ეფლის" უსაფრთხოების სამსახურმა მოასწრო რეაგირება, რის შედეგადაც დამნაშავეებს არ მიეცათ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაზიანება. ცოტა მოგვიანებით კი, გაშვებულ იქნა განახლება, რის შედეგადაც კომპანიის ოპერაციულ სისტემებში ხვრელის დახურვა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შეტევა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" და სხვა კომპანიებზეც მოხდა. ამ დროისათვის, ყველა მსხვერპლი, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, ოპერატიულ გამოძიებას აწარმოებს.