H1N1 ვირუსის სიმპტომებით თბილისში კიდევ ორი ადამიანი გადმოიყვანეს. წლინახევრის ბავშვი ბორჯომიდან, 23 წლის მამაკაცი კი ხაშურიდანაა.
ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მას პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება 23 წლის დავით მიქაშვილს, ის ქალაქის მე-4 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. პაციენტს ფილტვების მწავევე პნევმონია აქვს. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის ვირუსით - ე.წ. ღორის გრიპით ქვეყანაში უკვე ლეტალურად 32 შემთხვევა დასრულდა, მათგან 16 ქალი იყო. 1287 ადამიანს კი H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპის მეორე ტალღის გავრცელება უკვე დაწყებულია, რის კონტექსტშიც პაატა იმნაძის ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.