ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ეკონომიიის შესახებ მთავრობის ზომებისა და ელექტროენერგიაზე მაღალი საფასურის წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციების გამო, უახლოეს დღეებში მისი მინისტრთა კაბინეტი გადადგება.
ადრე, იგივე ბორისოვი აცხადებდა, რომ საპროტესტო აქციების შეჩერებას გეგმავდა. მან იმის პირობაც დადო რომ ელექტროენერგიის გადასახადს 8 % ით შეამცირებდა და მიიღებდა ზომებს უცხოურ ენერგეტიკულ კომპანიებთან დაკავშირებით.
პარლამნეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "უარს აცხადებს იყოს იმ მთავრობაში, რომლის დროსაც პოლიციელები ადამიანებს ურტყამენ".
მასალის გამოყენების პირობები