დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურთაგან პირველმა, პატივი მიაგო ასი წლის წინ ბრიტანელი კოლონიალისტების მიერ ინდოეთში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისას დაღუპული ინდუსების ხსოვნას.
ინდოეთში ვიზიტის ბოლო დღეს კამერონმა ყვავილებით შეამკო ჯალიანვალ-ბაგხის მემორიალი.
მემორიალი იმ ასობით ადამიანის პატივსაცემად აშენდა,რომლებიც 1919 წელს ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ამრიტსარში მოკლეს.
მაშინ ბრიტანელმა სამხედროებმა უარაღო დემონსტრატნებს გაუხსნეს ცეცხლი.