სირიის სამრეწველო დედაქალაქ ალეპოს მიმდებარედ სარაკატო დაბომბვის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ბი-ბი-სი სირიის ოპოზიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია, იტყობინება სირიის უფლებათდამცველი ორგანიზაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული.
არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვით დანგრეული შენობებში შესაძლოა რამდენიმე ადამიანი იყოს მოყოლილი.
სირიის სახელისუფლებო მედია იტყობინება, რომ რამდენიმე აფეთქება მოხდა დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მინდებარედ.
უცნობია იმყოფებოდა თუ არა აფეთქებიდს დროს პრეზიდენტის სასახლეში ბაშარ ასადი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელის მარტიდან სირიაში მიმდინარე შიარაღებულ დაპირისპირებას 70 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.