ქართველის სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.
თვითმფრინავი, რომლითაც სპორტსმენის ცხედარი მიუნხენიდან სამშობლოში ჩამოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 03:15 საათზე დაეშვა.
ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ახალგაზრდას აეროპორტში ახლობლები და ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს დროშებით დახვდნენ.
ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი თბილისიდან უკვე გადაასვენეს მის მშობლიურ ბაკურიანშიც, სადაც მას 20 თებერვალს, დაბის მშენებარე ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. დღეიდან სამი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
ტრაგიკულად დაღუპულ ქართველი სპორტსმენის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს.
21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, წინაშესარჩევი გარბენის დროს დაიღუპა.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი სპორტსმენის სახელობის ფონდი დაარსდა. ამ მიზნით "თი-ბი-სი" ბანკში ანგარიშიც გაიხსნა. მსურველებს შეუძლიათ ფინანსური დამხარება გაუწიონ როგორც ქუმარიტაშვილის ოჯახს, ისე ციგაობის განვითარებას საქართველოში. ანგარიშის ნომერი: 6536010100062-ია. ანგარიში ეროვნულ ვალუტაშია.