. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" არასამთოვრობო ორგანიზაცია "პრაიმერი 2 010''-ში წარმომადგენლად გამგეობის წევრს ვლადიმერ ბოჟაძეს ნიშნავს.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების გაყალბებისათვის ემზადება და ამ გზით აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
"სააკაშვილმა თავის პარტიასა და მმართველი ელიტის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა და ადმინისტრაცია. პროფესიული ნიშნით დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამი წევრი და მხოლოდ ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' შეთანხმებული კომიისიის თავმჯდომარის კანდიდატურა ამის ნათელი დადასტურებაა. სწორედ კომიისიის ახლად არჩეულმა სამმა წევრმა და ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თითქოსდა ნეიტრალურმა თავმჯდომარემ უზრუნველყვეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის დამარცხება და ნაციონალური მოძრაობის ერთგული გიზო მჭედლიძის ხელახალი არჩევა კომისიის მდივნის თანამდებობაზე", _ ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია 2010 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით.
"ეს სია შეიცავს უამრავ უზუსტობას, თვალშისაცემია ამომრჩეველთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, 2009 1-ლი აგვისტოს მდგომაროებით, ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი), ხოლო 2010 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, აღნიშნულ სიაში 3 700 000 (სამი მილიონ შვიდასი ათასი) ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან, ამომრჩევლების მონაცემები არ არის დახარისხებული საარჩევნო უბნების მიხედვით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენას და შედარებას წინა არჩევნების მონაცემებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის'' მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არჩევნების გაყალბების პროცესი და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური გარემოს შექმნა.