17 თებერვალს, ქალაქ სტამბოლში, ქართული ხელოვნების სახლში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართული ბიბლიოთეკა გახსნა. პროექტი „რუსთაველის კლუბისა" და ქართული გამომცემლობების („მერიდიანი", „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", „ელფი", „მაცნე", „დიოგენე') ეგიდით განხორციელდა.
ქართული ბიბლიოთეკის გახსნას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა იბერია ოზგან მელაშვილმა.
ქართული კულტურის ცენტრს წიგნები, მათ შორის „დედა ენის" სხვადასხვა გამოცემები, გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები