რუსეთში, ქალაქ არხანგელსის ერთ-ერთ ბარში ტრაგედია მოხდა. საღამოზე ადგილობრივი რეპერი გამოდიოდა, რომლის შესრულებაც პუბლიკას არ მოეწონა და ის სასტიკად სცემეს.
მაყურებლებმა, რომლებიც რეპერის გამოსვლით უკმაყოფილონი დარჩნენ, გადაწყვიტეს მუსიკოსს პირადად გასწორებოდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შემსრულებელს კონცერტის შემდეგ დაუდარაჯდა და მასთან საქმის გარჩევა ქუჩაში დაიწყო. საუბარი მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდამსხმელებმა რეპერი მიწაზე დააგდეს და ფეხებით ცემა დაუწყეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაღუპული ადგილობრივი 25 წლის მცხოვრებია, რომლის ვინაობა, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. ამ ეტაპზე, სამართალდამცავებისათვის უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ მკვლელები ადგილობრივი ახალგაზრდები არიან.
მასალის გამოყენების პირობები