ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ მან თავის ტვიტერზე განაცხადა. როგორც ცნობილია, ჩავესი სამკურნალოდ კუბაში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თერაპიის კურსს თავის ქვეყანაში გააგრძელებს.
ჩავესმა კუბის ახლანდელ ლიდერს, რაულ კასტროს და ყოფილ ლიდერს, ფიდელ კასტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე, ის ექიმები და მედდებიც მოიხსენია მადლიერებით, ვინც მას მკურნალობის კურსს უტარებდა. ჩავესს კიბო 2011 წლის შუალედში დაუდგინეს. მას შემდეგ ვენესუელის ლიდერმა ოთხი ოპერაცია გაიკეთა.
მასალის გამოყენების პირობები